1. თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად.
2. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გამოგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით მას ზიანი არ მიადგე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №ას-1061-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2025
საკასაციო პალატა ყურადღება მიაპყრობს იმ უდავო გარემოებას, რომ მოდავე მხარეები 2019 წლიდან იმყოფებოდნენ წარმატებულ სახელშეკრულებო სამეწარმეო ურთიერთობებში, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის ფარგლებში პირისაგან, რომელთანაც მოსარჩელე იმყოფებოდა საქმიან კავშირში დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (კონკლუდენტური თანხმობა), ამასთან…
- საქმე №ას-548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე კომპანია 10 კალენდარული დღის ვადაში არ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, წერილში ასახული ოფერტის პირობების თანახმად, აღნიშნული (დუმილი) ჩაითვლებოდა თანხმობად [მსგავს პრინციპს ითვალისწინებს ასევე სსკ-ის 335-ე მუხლიც: თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას;
- საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლით (თუ მეწარმე რომელსაც უცდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციის შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას;
- საქმე №ას-1017-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
…ვითარებიდან გამომდინარე, ამასთან, 26.06.2019 წლის წერილის გაგზავნისას ეს გარემოება დასრულებული არ ყოფილა, ასევე უცნობი იყო მისი ხანგრძლივობა, ასეთ ვითარებაში გაკეთებულ შეთავაზებაზე პასუხის დაუყოვნებლივ მიუღებლობა, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 335-ე მუხლით გათვალისწინებულ დუმილად, როგორც აქცეპტის ფორმად, მით უფრო, როდესაც არაუგვიანეს ერთი თვისა (გონივრულ ვადაში), მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში თანხის დაბრუნების თაობაზე.
- საქმე №ას-1208-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
მაგალითად, სსკ-ის 335-ე მუხლის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას;
- საქმე №ბს-704(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019
- საქმე №ას-629-588-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
- საქმე №ას-712-682-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2017
- საქმე №ას-528-504-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №ას-343-328-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2016
- საქმე №ას-265-253-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №ას-742-703-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2015
- საქმე №ას-77-71-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2015
- საქმე №ას-395-374-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2013
- საქმე №ბს-78-78(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2012
- საქმე №ას-1237-1087-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-346-676-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2005
- საქმე №ას-159-867-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2003
- საქმე №3გ-ად-107-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2003
- საქმე №3გ-ად-64-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2003
- საქმე №3კ/1110-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2003
- საქმე №3კ/631-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2002
- საქმე №3კ/741 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2000
- საქმე №ას-682-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210018002665611 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330210018002629287 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №030310018002437275 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №010210118001079686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №140210115765690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330210018002629287 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330210018002428960 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.10.2018
- საქმე №030310018002437275 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.07.2018
- საქმე №120210017002195543 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება