1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეორე
სოლიდარული მოვალეე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-1312-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხეთათვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 462-ე, 463-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, მოვალეებს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წილის ოდენობით ეკისრებოდათ შესრულების ვალდებულება, რაც წარდგენილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
- საქმე №ას-430-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2019
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ნასყიდობის თანხის სოლიდარულად დაკისრებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
- საქმე №ას-1172-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი. 48. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
- საქმე №ას-486-460-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა სსკ-ის 455-ე, 456-ე, 457-ე, 458-ე, 459-ე, 462-ე, 745-ე, 748-ე მუხლები. 39. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის გაანგარიშება, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფართის რეალიზაციის და სხვა…
- საქმე №ას-638-605-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2016
დარჩენილ თანხასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ გაიღეს წილობრივად, ნახევარ-ნახევარი, რის გამოც პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა, სსკ-ის 462-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წილთა თანაბრობას შეთანხმებით გადაუხვიეს. 18.2. პალატამ საბოლოოდ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხიდან პირველი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი იყო: ა) 1328 ლარი მთლიანად;
- საქმე №ას-1158-1104-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ას-1307-1245-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ას-651-1301-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2003
- საქმე №330210116001271537 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №330210018002516127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330210016001560548 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №080210017001674795 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2019
- საქმე №330210117001802958 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №080210116001497350 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება