1. კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისაგან შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები ძალაშია დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.
2. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესრულების ვადის დაყოვნების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-113-106(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2006
…მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კასატორთა განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულება კასატორებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მე-4, 154-ე, 212-ე, 457-ე და 470-ე მუხლებით. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა რა საქმის მასალები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
- საქმე №3გ-ად-23-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2003
…_ გახდა ნივთობრივი ნაკლის მქონე, რადგან ფერმის გამოყენება საძოვრის გარეშე სარგებლობისათვის შეუძლებელია და ნივთის ნაკლის წარმომშობი პირების გამო მან განიცადა მატერიალური ზიანი, რომელიც სკ-ს 492-ე, 411- 412-ე, 463-ე, 465-ე, 469-ე, 470-ე მუხლების საფუძველზე ექვემდებარება ანაზღაურებას და განმარტა, რომ სახელმწიფომ, რომლისგანაც შეიძინა ნივთი (მეცხვარეობის ფერმა), უნდა გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი, რაც უნდა გამოიხატოს საძოვარზე მისთვის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებით.
- საქმე №3კ/1107-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2002
…მიყენებული ზიანი, აგრეთვე ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება ანაზღაურებისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის. ამავე კოდექსის 470-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მისჯის დროს სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო, საქმის გარემოებათა შესაბამისად, აკისრებს…
- საქმე №330210117001798557 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.08.2018
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 392-ე, 433-ე, 401-ე, მე- 400-ე, 366-ე, 470-ე მუხლის პირველი ნაწილით. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება