1. მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:
ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-178-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2025
ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემსრულებლის (შპს „ქ-ის“) პასუხისმგებლობა (გაფრთხილების, ნაკლის გამოსასწორებლად ვადის მიცემის, ჯარიმის სახით), რაც ასევე განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის დანაწესითაც. შესაბამისად, ნაკლოვანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის…
- საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 647.1 მუხლზე რომლის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
- საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
სწორედ შემსყიდველის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლოვანება გახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, რაზედაც მენარდემ დაუყოვნებლივ აცნობა შემკვეთს, თუმცა მან არ აღმოფხვრა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები, სწორედ ამიტომ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლით. სასამართლოს შ.პ.ს. „ტ“-ს 2019 წლის 04 თებერვლის წერილით დადგენილ გარემოებად უნდა მიეჩნია, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი - საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა შეიცავდა არსებით ხარვეზებს და აღნიშნულის გამოსწორებას მენარდე წერილობით ითხოვდა მოპასუხის მხრიდან.
- საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
…ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს ( სკ-ის 647.2 მუხლი). 20.2. მოპასუხემ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შეისყიდა ისე, რომ არც თავად უწარმოებია მოცემული ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა…
- საქმე №ას-515-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2020
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 647-ე მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა.
- საქმე №ას-939-879-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №ას-201-190-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2016
- საქმე №ას-313-298-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-1117-1064-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-1292-1230-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2015
- საქმე №ას-1729-1711-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2012
- საქმე №ას-1432-1447-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2011
- საქმე №ას-106-442-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2005
- საქმე №010210117002134235 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №140210016001620958 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2019
- საქმე №160210015001187005 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №010210117002134235 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №140210018002489869 · გორის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210017002052976 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №010210015001185997 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება