1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად მიბარებული ნივთის უკან წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.
2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს ნივთის შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან დაბრუნებისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-92-437-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2007
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დანარჩენი ორი კონტეინერის მიბარების ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა და სამოქალაქო კოდექსის 771-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შპს “....” შეეძლო ნებისმიერ დროს მოეთხოვა მათი უკან წაღება.
- საქმე №ბს-52-43-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2004
განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე და 771-ე მუხლებით და 2002წ. 27 დეკემბერს მიიღო განკარგულება _ “აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების შესახებ" რომლითაც ც.
- საქმე №3კ/288-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2001
ასევე, სააღსრულებო კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ სადავო ნივთი ნატურით გადაეცეს მას, ანდა ამავე კანონის 771-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე იძულებით გასხვისების ნაცვლად, მისი განცხადების საფუძველზე, დადგინდეს ნივთის იძულებით მართვა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება