1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია.
2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის მიმარ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 796-ე მუხლი · სკ 796
1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია.
2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის მიმარ
…უფლება მენარდის მიერ დამზადებულ მოძრავ ნივთზე ( სსკ 634-ე მუხლი), გირავნობის უფლება ტვირთზე გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო ( სსკ 685-ე მუხლი), სასაქონლო საწყობში შენახულ საქონელზე გირავნობის უფლება ( სსკ 796-ე მუხლი). კანონისმიერი გირავნობის ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს ამგვარი გირავნობის სხვა შემთხვევებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
მიბარებული ქონების ოდენობისა და შენახვის ვადის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ღვინო-მასალის შესანახად გაწეული ხარჯმა მთლიანად შეადგინა 1087632 ლარი, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 776-ე მუხლის და 796-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს კ/ბ „ი.-ს“ უნდა აეკრძალოს შპს „ჩ.-ის“ საწყობიდან მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული საქონლის გატანა პროდუქციის შენახვის საზღაურისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურებამდე და ამ საქონელზე აღიარებულ იქნეს შპს „ჩ.-ის“ გირავნობის უფლება.
აპელანტის შეფასებით, სასამართლომ გამოიყენა ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 796-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აპელანტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაივლოს ზღვარი ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 796, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-796/