თავი II — ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
1. კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით;
ბ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/02/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება