1. ინსტიტუტის დაფინანსება ორიენტირებულია თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევაზე, ინსტიტუტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე.
2. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტები;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელება