1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება ხდება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-699აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2018
დ-ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- მე-15, 24-ე მუხლების, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლებისა…
- საქმე №330100118002408376 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2019
გ--–--------------------–------–- მცხოვრები დ------–----–------ა საკუთარ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რასაც იგი 2017 წლის 9 აპრილს უკანონოდ ატარებდა გ--–--------------------–------–-- დ------–----–------ას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და…
- საქმე №330100118002408376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
დ------–--- შ-------ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება