1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული კომპეტენციაა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში ევალებათ საქართველოს თავდაცვის ძალებს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, როგორც საზღვრის დამცველებს, უწესდებათ შეღავათები.
5. (ამოღებულია - 22.12.2021, №1200)..
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2090 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.117
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3020 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.139
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3593
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1200
- 31.10.2018 კანონი №3593
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1163(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-1187(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-1164(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-333(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
…შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა როგორც „საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია“. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება