ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.

საქართველოს 2004 წლის 24
დეკემბრ
ის კანონი №

- სსმ I, №

,.

.200

წ., მუხ.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №
3152
- სსმ I, №

,.

.200

წ., მუხ.

საქართველოს 200

წლის

დეკემბრ
ის კანონი №

- სსმ I, №

,.

.200

წ., მუხ.