„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.019191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2016 წლის 18 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010220000.10.003.018257) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიზნით სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი მიმდინარე სტრატეგიული პროექტების შესრულების მონიტორინგს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავებას, შეფერხებული სტრატეგიული პროექტების გასაგრძელებლად სამოქმედო გეგმების დასახვასა და მათი განმახორციელებელი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი