1.
საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ, ამ რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი) და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2.
რეგლამენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მუშაობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან (შემგდომში - გამგეობა).
3.
რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისათვის.
4.
საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით წყდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე) საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 3. საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.go
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 4. საკრებულოს უფლებამოსილება კონკრეტულ სფეროებში
- მუხლი 5. საკრებულოს ადგილსამყოფელი და ოფიციალური სიმბოლიკა
- მუხლი 6. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 7. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 10. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს წევრის სტატუსი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/05/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-3-2/