6.1. დებულებით გათვალისწინებული ვადის დენა იწყება შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასვენების და უქმე დღეები. თუ ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების ან უქმე დღე იმ სახელმწიფოში, სადაც განხორციელდა შეტყობინების ჩაბარება, ასეთი ვადა დასრულებულად ჩაითვლება მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
6.2. დებულებაში მითითებული ნებისმიერი ვადა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“ საარბიტრაჟო წარმოების წესები (DRC-ის დებულება), კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2016.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/05/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება