თავი XIII — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე ან/და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
11. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სხვა პირის სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198);
ე1) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება;
ე2) სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2320 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1209
- 10.12.2025 კანონი №1198
- 04.05.2018 კანონი №2320
- 22.03.2013 კანონი №388
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
- საქმე №ას-464-440-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
- საქმე №ას-567-538-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
- საქმე №ას-573-544-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
…მოხდა ბრძანების მიღება სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, უკვე სახეზე იყო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, მას 2 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული ჰქონდა სწავლა თვითნებურად, რაც არ განხორციელებულა უნივერსიტეტის მხრიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
- საქმე №ას-541-514-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
- საქმე №ას-539-512-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდანაც. შესაბამისად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის.
- საქმე №ას-1429-1348-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2012
- საქმე №ას-1500-1416-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2012
- საქმე №ას-1441-1359-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2012
- საქმე №ას-1444-1362-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2012
- საქმე №ას-1475-1391-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2012
- საქმე №ას-1443-1361-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2012
- საქმე №ას-370-351-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2012
- საქმე №ას-84-80-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2012
- საქმე №ას-87-83-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2012
- საქმე №ას-250-242-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2012
- საქმე №ას-184-177-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2012
- საქმე №ას-149-143-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2012
- საქმე №ას-90-86-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ას-177-170-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ას-162-156-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ას-182-175-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
- საქმე №ას-88-84-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2012
- საქმე №010210017001902599 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №010210017002165185 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №010210017001959433 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017001969156 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017001814916 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017001852851 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017001884092 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017002072415 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210017002056311 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №010210017002165195 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №010210017002195466 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №010210017001680604 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.04.2018
- საქმე №010210017002156815 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №010210017001709858 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.04.2018
- საქმე №010210017001680626 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.04.2018
- საქმე №010210017001878492 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 30.03.2018
- საქმე №010210017001882249 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2018
- საქმე №010210017001680594 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.03.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება