თავი II — მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.
2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებს შეეხება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;
გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;
დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;
ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
ზ) საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;
თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;
ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
კ) აუდიტის დასკვნას;
ლ) ავტორიზებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ;
მ) მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
ნ) კომისიის მომდევნო წლის საქმიანობის გეგმასა და გასული წლის საქმიანობის გეგმის შესრულების ანგარიშს.
3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1362 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3448
- 22.12.2022 კანონი №2482
- 06.12.2018 კანონი №3878
- 23.12.2017 კანონი №1928
- 27.09.2013 კანონი №1362
- 22.05.2012 კანონი №6256
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. კომისიის ანგარიში 1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია. 2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებს შეეხება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ; დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ; ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ზ) საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ; ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) აუდიტის დასკვნას; ლ) ავტორიზებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ; მ) მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.შესახებ; ნ) კომისიის მომდევნო წლის საქმიანობის გეგმასა და გასული წლის საქმიანობის გეგმის შესრულების ანგარიშს. 3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება