თავი IV — მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია
1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.
3. აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია.
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№3691
- ვებგვერდი, 15.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3691
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. ლიცენზიის მოდიფიცირება 1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. 2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. 3. იკრძალებააკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაცრომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახისსახეობის არსებით შეცვლას ან ლიცენზიისლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია კანონით დადგენილი წესით.ლიცენზია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება