1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.
2. მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.
4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3449 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3449
- 22.12.2022 კანონი №2482
- 22.05.2012 კანონი №6256
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით. [მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა 1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით. 2. მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში. 4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება