2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
1. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი − საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 21
1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №649 – ვებგვერდი, 12.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/577 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2016 წლის
ივნისის ორგანული კანონი
№5161
- ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2013 ორგანული კანონი №649
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-494(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2025
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმების ძალადაკარგულად…
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
…დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გამოიწვევდა „112“-ის დაფინანსების ძირითადი წყაროს - საფასურის გადახდის შეწყვეტას, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა „112“-ის ფუნქციონირებისათვის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება…
- საქმე №ბს-1353(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი) სასამართლოები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას თვითნებურად აღიჭურვონ მსგავსი უფლებამოსილებით.
- საქმე №ბს-681(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
საგულისხმოა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25.2 მუხლის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ძალას…
- საქმე №ბს-864(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…განჩინებებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 31.07.2015წ. გადაწყვეტილების მიღება მოხდა მას შემდეგ, რაც ნ.გ-ი სამსახურში აღდგა და 3 თვის განაცდური ხელფასი აუნაზღაურდა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს…
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-330(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-825-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
- საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
- საქმე №ბს-1092-1086(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №ას-1186-1128-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2015
- საქმე №ას-495-471-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-998-956(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2010
- საქმე №ბს-797-761(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2009
- საქმე №ბს-736-702(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2007
- საქმე №3გ/ად-44-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2001
- საქმე №330310016001618726 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №330310017002230654 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330310017001966659 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017001899241 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №340100117002134105 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 17.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება