თავი VI — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.
3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობანი, საქართველოს ბიუჯეტის ან სხვა სახსრების ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
თავი VII. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №080310017001801632 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
…სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.
- საქმე №080310017001797689 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
…სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება