2. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი ფუნქციების შესასრულებლად:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ე) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
ვ) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
ზ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ1) უფლებამოსილია, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.05.2019 ორგანული კანონი №4550
- 02.05.2014 ორგანული კანონი №2395
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-49-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
…მიღმა დატოვა აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები და ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობა ( „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი, ამავე კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „თ1“ პუნქტები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის 11 ნაწილის), რომელთა ერთობლიობა ადგენს, რომ რეკომენდაციის ფარგლებში, სუბიექტის მიმართ სასამართლო დავის წამოწყება ან არ წამოწყება სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარმოადგენს;
- საქმე №010310017002146730 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2019
დადგენილია, რომ დღემდე არ არის ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა „ქ--------–------–---------------------ის“ რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზებას დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“…
- საქმე №010310017002146730 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.10.2018
სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება