1.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციისა და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
12. საქართველოს სახალხო დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ზედამხედველობს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, უზრუნველყოფს მათ მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირებას.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.
3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6849 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6862
- 14.07.2020 ორგანული კანონი №6849
- 02.05.2014 ორგანული კანონი №2395
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1470-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ' ' საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად…
- საქმე №ბს-924-886(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
…ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე, 46-ე და 47-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 998-ე მუხლები, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, «საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 24-ე მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე, 1421-ე, 1431-ე, 1441-ე,
- საქმე №ბს-614-584(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2007
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება