1. ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:
ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;
ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
ე) დაწესებულებაში ადამიანური რესურსის კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2016).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №060210017002105053 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 30.01.2018
…სარეგისტრაციო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების მოწონებას. 6.4 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“ პუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-16, მე-19, 21-ე, 23-ე და 27-ე მუხლები უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება