თავი V — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, მიწოდება
1. დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიწოდებას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად.
2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.04.2025 კანონი №433
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება 1. დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიწოდებასმიწოდებას, ბავშვებისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური,რელიგიური გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.მახასიათებლების მიუხედავად. 2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №060210017002105053 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 30.01.2018
…და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“ პუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-16, მე-19, 21-ე, 23-ე და 27-ე მუხლები უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. რაც ნიშნავს მუნიციპალიტეტებების ვალდებულებას 2017 წლის 01 ოქტომბრამდე დააფუძნონ ადრეული და სკოლამდელი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება