1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხეტყის დამზადებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელთა ოდენობაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.
2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ნებისმიერი თანხა, ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოს მიმართ განხორციელებული გადახდები, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50 პროცენტს აღემატება, აგრეთვე სხვა ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები.
3. წიაღისა და მისით სარგებლობის სახეები, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №672 – ვებგვერდი, 16.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №672
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება 1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისანავთობის, გაზისა და გაზისბუნებრივი წყალბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყისხეტყის დამზადებას, ვალდებული არიან,არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო დამოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების,მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომლებიცრომელთა ოდენობაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისათვისსახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება. 2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ნებისმიერი თანხა, ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოს მიმართ განხორციელებული გადახდები, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50 პროცენტს აღემატება, აგრეთვე სხვა ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები. 3. წიაღისა და მისით სარგებლობის სახეები, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება