საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1132
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1132

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი − 2016 წლის 22 ივნისიდან 2016 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ქ. თბილისში, იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, შემდგომში ა(ა)იპ − საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად;

ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი − 2016 წლის 13-18 სექტემბერს, ქ. თბილისში,  ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის 2016 წლის მსოფლიო პირველობის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, შემდგომში ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის  გადასაცემად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი