თავი IV — სახელმწიფოს მიერ (მათ შორის, სააგენტოს მიერ) დაფინანსებული ინოვაციური პროექტის კომერციალიზაცია
1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მოწმობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია:
ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (ვერ აკმაყოფილებენ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2884 – ვებგვერდი, 01.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2884
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.07.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდანმოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა 1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებულიმოწმობის პატენტისმიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტმფლობელს,პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტმფლობელი,პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია: ა) თუ პატენტმფლობელი,პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს პატენტისგამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტმფლობელი,პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ).(ვერ აკმაყოფილებენ). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინოვაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/07/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება