1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.
4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.
5. (ამოღებულია).
6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.
7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
8. (ამოღებულია – 26.04.2012, №6093).
9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ.
10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაუმეტეს 1 000 კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა) საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში რეგისტრაცია სავალდებულოა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №510
- 15.06.2023 კანონი №3269
- 26.04.2012 კანონი №6093
- 22.02.2011 კანონი №4217
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. საჰაერო ხომალდების რეგისტრირება 1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით. 2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში. 3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი. 4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას. 5. (ამოღებულია). 6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. 7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 8. (ამოღებულია – 26.04.2012, №6093). 9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ. 10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაარაუმეტეს უმეტეს1 ათასი000 კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდებიხომალდის ექვემდებარება(გარდა სავალდებულოზემსუბუქი რეგისტრირებასსაჰაერო ხომალდისა) საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში.უწყებაში რეგისტრაცია სავალდებულოა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება