მოქალაქეს უფლება აქვს:
ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში;
ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
ზ) მიიღოს ანაზღაურება საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანისთვის;
თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2021 კანონი №245
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-718-619-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2004
კასატორის განმარტებით, “გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის “თ" პუნქტის თანახმად, ასოციაცია “..." უფლება ჰქონდა სასამართლო წესით მოეთხოვა ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოს დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება