1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) გზით.
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას;
ვ) რატიფიცირებას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.10.2018 კანონი №3572
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-566-559(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2016
…იყო, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იყო „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის და 24-ე მუხლები) და მისი სავალდებულოდ აღიარებისთვის არ იყო საჭირო რატიფიკაცია ( საქართველოს კონსტიტუცია 65-ე მუხლი, „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი 14-ე მუხლი). ამასვე ადასტურებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 5 ივნისის N01/24290 წერილი, რომელშიც განიმარტა, რომ საქართველოსთვის ძალაში იყო 1994 წლის 15 აპრილის „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე" შეთანხმება.
- საქმე №3კ/291-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2001
…საქართველოს სახელით იდება საერთაშორსო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე, ხელშეკრულება, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სესხის აღებასა და გაცემასთან დაკავშირებული საერთაშისო ხელშეკრულების რატიფიკაცია, სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის პარლამენტის მიერ გამოხატვა სავალდებულოა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება