1. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის, და ამ კანონის შესაბამისად.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის მოითხოვს რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულებას, ასეთი ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შევა მხოლოდ სათანადო პროცედურის შესრულების შემდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-566-559(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2016
…წესს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება იდებოდა, სრულდებოდა და წყდებოდა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შედიოდა იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, და ამ კანონის შესაბამისად.
- საქმე №3კ/291-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2001
…გარანტიის გაცემას. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სესხის აღებასა და გაცემასთან დაკავშირებული საერთაშისო ხელშეკრულების რატიფიკაცია, სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის პარლამენტის მიერ გამოხატვა სავალდებულოა. ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის და ამ კანონის შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება