საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და¬წესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1457
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021870
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1457

 2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, საქართველოს ეროვნულ არქივს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სმართ ლოჯიქსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიეცეთ თანხმობა, ამ განკარგულების №1-№10 დანართებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი