„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №545 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1729
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1729

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის  31  მარტის  №545  განკარგულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 31 მარტის №545 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილების მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული 2016 წლის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისათვის გადასაცემად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი