„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
120.100.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 14/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №337

2003 წლის 9ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის #294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს წესდების 44-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 45-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 46-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 54-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 56-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 58-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 59-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 75-ე მუხლი  და #4 დანართი „სადისციპლინო წესით დასჯილი სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების სისრულეში მოყვანის წესი“.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეიმუშაოს და ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს კონსტიტუციასა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების პროექტი.

ე. შევარდნაძე