„საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№370
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 30/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №370

2003 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებით (სსმ №110, მუხლი 785) დამტკიცებულ „საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესში“ და VII თავის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) მიღების საკითხს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელობის მოსაზრებათა გათვალისწინებით უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტს (ან სახელმწიფო მინისტრს), ხოლო უცხო სახელმწიფოთა სამხედრო, სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა ვიზიტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტს უთანხმებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.“.

ე. შევარდნაძე