თავი III — ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებათა განხორციელება. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 142 და 143 მუხლებით დადგენილი წესით.
3. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 142 და 143 მუხლებით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.03.2017).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/03/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება