1. სააგენტოს საქმიანობას საქართველოს პარლამენტი აკონტროლებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება ნდობის ჯგუფის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.
3. სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3894 - ვებგვერდი, 14.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.12.2018 კანონი №3894
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი 1. სააგენტოს საქმიანობას საქართველოს პარლამენტი აკონტროლებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება ნდობის ჯგუფის მეშვეობით, კანონითსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს. 3. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობისსაქმიანობაზე შემოწმებისსაპარლამენტო შესახებკონტროლის დაგანხორციელების შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის 1უფლებამოსილებები წევრსგანისაზღვრება შეარჩევსსაქართველოს ნდობისპარლამენტის ჯგუფი კანონით დადგენილი წესით. 4. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე. 5. ნდობის ჯგუფი ვალდებულია სააგენტოს საქმიანობის შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.რეგლამენტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/03/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება