1. მე-5(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერებების ჩამონათვალის მიღების შემდეგ, ნივთიერებების აღნიშნულ ჩამონათვალში გაუთვალისწინებელი ნივთიერების სანქცირებისთვის საჭიროა განაცხადის წარდგენა მე-9(1) მუხლის შესაბამისად.
2. ნივთიერება არ იქნება სანქცირებული, თუ კონკრეტული ზომებით დადგენილი პირობების საფუძველზე აღნიშნული ნივთიერების გამოყენების დროს შესაბამისად არ დადასტურდება, რომ საბოლოო მასალები ან საგნები აკმაყოფილებს მე-3 მუხლით და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის რეგულაცია (EC) N 1935/2004
სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივებს 80/590/EEC და 89/109/EEC, კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2004.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/03/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება