„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N108 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №152

2017 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №108 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016957) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“;

დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“;

ე) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“;

ვ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“;

ზ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“.

2. 63-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“;

დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი