1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან/და რეგისტრაციის მისამართზე.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას.
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს (მშვილებლებს) წარმოეშვა (წარმოეშვათ) ან/და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს (მშვილებლებს) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდე.
6. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზე.
7. თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის (მშვილებლების) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს (მშვილებლებს) თავის მშობლად (მშობლებად) თვლის, შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2017).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიანარიან, , ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილისურვილი, , განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მემე-17 -17 მუხლის პირველი პუნქტის „დ„დ“ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლადდასადასტურებლად. . ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნასმოხსნას. . 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვითმიხედვით, , რეესტრში აღრიცხვის ანან/და /და რეგისტრაციის მისამართზემისამართზე. . 3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიანარიან, , გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაშივადაში. . ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნასმოხსნას. . 4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაშივადაში. . ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნასმოხსნას. . 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზეურთიერთობაზე, , როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს (მშვილებლებს(მშვილებლებს) ) წარმოეშვა (წარმოეშვათ(წარმოეშვათ) )ან/და ან /და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს (მშვილებლებს(მშვილებლებს) ) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდეამოქმედებამდე. . 6. ამ კანონის მემე-17 -17 მუხლის მემე-3 -3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზეპირებზე. . 7. თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის (მშვილებლების(მშვილებლების) ) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს (მშვილებლებს(მშვილებლებს) ) თავის მშობლად (მშობლებად(მშობლებად) )თვლის, თვლის , შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზესაფუძველზე, , გამონაკლისის სახითსახით, , შესაძლებელია ამ კანონის მემე-13 -13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშე .გარეშ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება