1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უსაფრთხოების პოლიტიკის (NATO Security Policy) შესაბამისად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებით წესდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
2. ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს ფიზიკური დაცვითი ზომები იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია.
3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები უნდა გატარდეს კომპლექსურად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ზომებთან ერთად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმები
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 1. ძირითადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოებ
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები
- მუხლი 4. უსაფრთხოების ზონები
- მუხლი 5. ადმინისტრაციული ზონა
- მუხლი 6. ღია შენახვის ადგილი
- მუხლი 7. გარე პერიმეტრის უსაფრთხოება
- მუხლი 8. ოფისის ფანჯრები
- მუხლი 9. განათება
- მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/05/2017.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-1-2/