მუხლი 94🔗

დაწესებულებებს შეუძლიათ მოახდინონ ამ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინის ან სხვა ცნების ინტერპრეტაცია, რომელიც მომდინარეობს ევროპის თანამეგობრობის სამართლიდან და შეესაბამება მართლმსაჯულების სასამართლოს ან ევროპის თანამეგობრობის პირველი ინსტანციის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. როდესაც ამ სასამართლოების ინტერპრეტაცია არ არის ხელმისაწვდომი, მინისტრთა საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის პროცესს.  მან შეიძლება ეს დავალება გადასცეს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფს. ასეთი ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს მოგვიანებით გაერთიანების კანონმდებლობის ინტერპრეტაციას მართლმსაჯულების სასამართლოს ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.