თავი IV — საგნების ჩათვლა. გამოცდისაგან გათავისუფლება
1. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პირს ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს პროფესიული ორგანიზაცია.
2. სერტიფიცირებული ბუღალტრის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) სერტიფიკატის გამცემი პირის ლოგო;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) სერტიფიკატის გამცემი პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) გაცემის თარიღი.
3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოცდის შედეგების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს სერტიფიკატი. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა ხდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №ნ-16, 25.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3811685/muxli-22/