მუხლი 9. განცხადებისა და დოკუმენტაციის სამსახურისთვის წარდგენა
თავი III — საგამოცდო პროცესის აღიარების წესი
1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების მიზნით უფლებამოსილი პირი სამსახურს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სტანდარტით განსაზღვრული გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად საჭირო პოლიტიკასა და პროცედურებს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის არსებობა.
2. პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის, და ამასთან, არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა, ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის დოკუმენტაციას დაურთოს შესაბამისი გამოცდისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №ნ-16, 25.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3811685/muxli-9-2/