1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
2. მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 854 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელება