თავი V — მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა
1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება ღია ან დახურული კონკურსის წესით.
3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა მერიის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების შესახებ იღებს მერი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/11/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება