თავი VI — მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა
1. მერიაში, მოხელის თვითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. მოხელეთა თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/11/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება