თავი IV — მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპები და რეკვიზიტები
1. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ დაიტანება საქმისწარმოების დოკუმენტებზე საჭიროებისამებრ.
2. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა „ვამტკიცებ“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილე.
3. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
4. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმებისა და ტაბელის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/11/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება