1. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
2. საკრებულოს შეუძლია გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ფორმდება განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ფიქსირდება ბიუროს სხდომის ოქმში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/11/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება