თავი IV — მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპები და რეკვიზიტები
1. საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპებია:
ა) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდეცია;
ბ) განცხადებები/საჩივრები;
გ) განმარტებითი ბარათები ;
დ) მოხსენებითი ბარათები;
ე) მინდობილობები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების ადმინისტრაციულ წარმოებაში ბრუნვა განისაზღვრება სამსახურის დებულებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით ან მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დოკუმენტის შაბლონის ტექსტებს თავის კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე და მერი ბრძანებით, შესაბამისი სამსახურის ან თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კასპის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2017.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება